hama1

ჩვენს შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება hama.ge-ის ონლაინ მაღაზიაში.

ჩვენი კომპანია დაარსდა 2016 წელს და დღემდე განაგრძობს მომხმარებელთა სურვილების ხელნაკეთ რეალობად ქცევას. 

შექმენი საკუთარი უნიკალური დიზაინები და აქციე სურვილი ხელნაკეთ რეალობად...

✅ შეკვეთა მზადდება 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში - სასურველი დიზაინით
✅ ადგილზე მიტანის სერვისი საქართველოს მასშტაბით
⚠️  ადგილზე მიტანის პირობები:
‼️ თბილისი 5 ლარი, ქალაქი 8 ლარი, სოფელი 12 ლარი. 
‼️ კურიერი მისამართზე მიიტანს გამოგზავნიდან 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში (თბილისი მეორე დღეს, რეგიონი 1-2 სამუშაო დღე, სოფელი 2-3 სამუშაო დღე)
✅ ხე შეფერილია წყლის საღებავით (უსაფრთხო)
✅ დაფარულია ლაქით და ასევე უსაფრთხო ხის ზეთით, რომელიც იცავს ნათითურებისგან, დაზიანებისგან ან ფერის შეცვლისგან
✅ გრავირებას აქვს ვინტაჟური (დაძველების) ეფექტი, რომელზეც შესაძლებელია ფერების გამოყვანა (წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი, ყვითელი, მწვანე...).
✅ პროდუქცია შექმნილია უნიკალური მეთოდით, რომელიც ერთადერთია მთელ მსოფლიოში და გამოარჩევს მსგავსი ნაკეთობებისგან.
✅ ყველა სურათი, რაც ჩვენთან დევს არის ჩვენი გადაღებული 
⚠️ მოხშირდა ჩვენი ფოტოების გამოყენება სხვა და სხვა გვერდის/სტარტაპის მიერ.
‼️გთხოვთ, გაითვალისწინოთ საავტორო უფლებები.
? ყოველი გამოვლენილი ფაქტი აიტვირთება ჩვენს გვერდზე - სახელიანად ალბომში (მომხმარებლებიც გვეხმარებიან, ანონიმურობა დაცულია, რა თქმა უნდა ❤)

ხშირად დასმული კითხვები:
❓ სად შეიძლება HAMA-ს პროდუქციის დათვალიერება/შეძენა:
დროებით ჩვენი მაღაზია დაიხურა, სანამ ახალი ფილიალი გაიხსნება შეკვეთების მიღება მოხდება ფოსტის მეშვეობით (5ლარი) ან შეძლებთ გაიტანოთ ჩვენი საწარმოდან.
❓ სად/როგორ ხდება შეკვეთის მიცემა?

- უკვე არსებული დიზაინების შეკვეთა შესაძლებელია საიტზე  https://hama.ge  .
- ნებისმიერი სასურველი დიაინით შეკვეთა ჩვენს Facebook გვერდზე, https://www.facebook.com/hama.georgia/
ირჩევთ სასურველ ნივთს, არჩევთ ან ქმნით დიზაინს, ზომა/ფორმას, არ გვიმალავთ არაფერს ისე გვეუბნებით და შეკვეთაც მიღებულია :)))
❓ რამდენი დღე სჭირდება შეკვეთის დამზადებას?
- როგორც წესი შეკვეთის დამზადებს სჭირდება 1-2 სამუშაო დღე (შაბათ/კვირა არ ითვლება). რაოდენობის (კორპორატიული შეკვეთების) შემთხვევაში დამოკიდებულია რაოდენობასა და პროდუქციის სახეობაზე.
❓ როდის ხდება თანხის გადახდა (Facebook-ზე)?
- შეკვეთის სრული თანხის გადახდა ხდება წინასწარ, ანგარიშზე ჩარიცხვით, მხოლოდ მას შემდეგ რაც ჩვენგან მიიღებთ დასტურს, რომ შეკვეთა მიღებულია და შევძლებთ დამზადებას. თანხის ჩარიცხვის შემდგომ გვიგზავნით ქვითრის ფოტოს.
❓ როგორ ჩაგირიცხოთ თანხა (FB)?
- თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის/ინტერნეტბანკის საშუალებით.
თიბისი ბანკი : 
შპს ჰამა,
GE78TB7436836020100004

❓ როგორ/სად ხდება უკვე დამზადებული ნივთის მიღება? (ყოველი მათგანი წინასწარ თანხმდება მომხმარებელთან)
- საფოსტო გზავნილი: გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ თბილისსა და რაიონულ ცენტრებში. ფოსტის ღირებულება ემატება 5/8/12 ლარი.
ნივთი შეკვეთის გამოგზავნიდან მისამართზე მიდის 2 დღის განმავლობაში (ძირითადად მეორე დღეს).
❓ შემიძლია თუ არა სასურველი ფოტო ჩაგიგდოთ და ემატება თუ არა ამ შემთხვევაში ფასი ?
- შეგიძლიათ უკვე ჩვენი დამზადებული დიზაინებიდანაც შეარჩიოთ, დაარედაქტიროთ თქვენივე გემოვნებით ან შექმნათ სასურველი სრულიად უნიკალური დიზაინი, ამ შემთხვევაში ფასი არ ემატება, არა! 
? როგორი ფურცლები აქვს ბლოკნოტებს?
- ტყავით შეკრულებს აქვს თეთრი ფერის ხაზების გარეშე ფურცლები (120 გრამიანები), სპირალით აკინძულ ბლოკნოტებს აქვს უჯრებიანი/ხაზებიანი ფურცლები.
❓ ღებულობთ თუ არ კორპორატიულ შეკვეთებს და მოქმედებს თუ არა რაოდენობით შეკვეთა ფასზე?
- კორპორატიული შეკვეთები გვაქვს და ფასიც შესაბამისად განსხვავებულია საცალო ფასთან შედარებით. რაოდენობის შემთხვევაში ფასი დაბალია იმ შემთხვევაში თუკი პროდუქცია არის ერთგვაროვანი (მცირედ განსხვავებული დიზაინებით ერთმანეთისგან).
⚠️ ზომები, ფასები და სხვა მოკლე აღწერილობა წერია შესაბამისის პროდუქტის ალბომის აღწერაში,დიზაინის ცვლილების მიუხედავად ფასები არ ემატება, არა ! :))
❓ სად შეიძლება თქვენი პროდუქციის ნახვა/შეფასება/ყიდვა?
თბილისი:
- წიგნების მაღაზიათა ქსელი “ლიბრა”
• ფარნავაზ მეფის #1, დიღმის გუდვილში
• ცინცაძის ქ #12, აქსის ბიზნეს ცენტრი (ჰამა-ს პროდუქციის ყველაზე დიდი არჩევანი)
ქუთაისი:
• ქარვასლა, მე3 სართული, 599 58 99 63, მაღაზია "ატარე ქართული Wear Georgian"
⚠️ ბლოკნოტის ზომები და ფასები:
ტყავის შესაკრავებით (ფურცლების რაოდენობა - 30, ფერი - თეთრი ხაზების გარეშე)
14x10 - 15 ლარი
19x14 - 25 ლარი
რკინის რგოლებით (ფურცლების რაოდენობა - 50, ფერი - თეთრი ხაზების გარეშე)
19x14 - 30 ლარი
28x20 - 50 ლარი
სპირალით აკინძული (ფურცლების რაოდენობა 70 , უჯრებიანი)
21x15 - 28 ლარი
რჩევა ----- სპირალიანი და რკინის რგოლით აკინძული შედარებით პრაქტიკულია, ვიდრე ტყავით შეკრული (ფურცლების გადაშლა გაცილებით თავისუფლადაა შესაძლებელი) !!!
⚠️ ფოტოალბომი:
სურათის ზომა : 15x10 cm (A6) ყდის ზომა: 14x20 - 40 ლარი - 30 ფოტოსთვის, ჰორიზონტალური 10x15 (2 რკინის რგოლით, 30 ფურცელი) 28x20 - 60 ლარი - 90 ფოტოსთვის, 60 ჰორიზონტალური 10x15, 30 ვერტიკალური 15x10 (3 რკინის რგოლით, 30 ფურცელი)
ნებისმიერი ამ და სხვა კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე : 571 009 644, 579 177 178